აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თითქმის ნახევარი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული, საქართველოში კი მშვიდობაა, ეს იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც რეგიონის ქვეყნები ერთიანად აწარმოებენ” – ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენს იგვლივ თითქმის ნახევარი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და საქართველოში მშვიდობაა. ეს იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად ვაწარმოებთ, – ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს და მისი მეზობლების საგარეო პოლიტიკის დამსახურება.

„საინტერესო იყო, მოგვესმინა ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესის შესახებ გვიამბო. ასევე, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. სამმხრივ ფორმატზე ვისაუბრეთ, რომელიც წარმატებით მუშაობს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ბევრ საკითხს შევეხეთ, რაც მნიშვნელოვანი იქნება რეგიონში ურთიერთობის გასამყარებლად. ვისაუბრეთ, საქართველოს გავლით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობაზე, ასევე „ტრამპის მარშუტზე“. უახლოესი ისტორიიდან გვახსოვს, როცა მსოფლიოში მშვიდობა იყო და კავკასია ცეცხლის ალში იყო გახვეული. ახლა თუ შევხედავთ, ჩვენს იგვლივ თითქმის ნახევარი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და საქართველოში მშვიდობაა. ეს დამსახურებაა იმ ბრძნული პოლიტიკის, რომელსაც საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი და თურქეთი ერთიანად ვაწარმოებთ. ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არასოდეს გვქონია ამაზე უკეთესი და ახლო ურთიერთობები აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან, როგორც დღეს გვაქვს. ეს არის ჩვენი და ჩვენი მეზობლების საგარეო პოლიტიკის დამსახურება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

იტვირთბა....