აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სანქტ-პეტერბურგში სამხედრო ნაწილიდან გაქცეულმა ჯარისკაცმა ბადრაგი მოკლა

სანქტ-პეტერბურგში სამხედრო ნაწილიდან გაქცეულმა ჯარისკაცმა ბადრაგი მოკლა – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ჯარისკაცი 15 აპრილს საკუთარი ქვედანაყოფიდან გაიქცა, 16 აპრილს ის სამხედრო პოლიციამ დააკავა. სანქტ-პეტერბურგში, ბაზაზე დაბრუნებისას კი მან ერთ-ერთ ბადრაგს დანა დაარტყა. მკვლელობის შემდეგ ის გაიქცა, თუმცა მალევე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პირის მკვლელობის მუხლით აღიძრა.

იტვირთბა....