აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უნდა ვთქვათ, გამორჩეული ლიდერების სიმცირე, თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. არსებობს გამონაკლისი და ეს ქვეყანა თურქეთია თავისი დიდი ლიდერით” – ირაკლი კობახიძე

“უნდა ვთქვათ, გამორჩეული ლიდერების სიმცირე, თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. არსებობს გამონაკლისი და ეს ქვეყანა თურქეთია თავისი დიდი ლიდერით” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

“უნდა ვთქვათ, რომ ლიდერების ნაკლებობა და გამორჩეული ლიდერების სიმცირე, თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი და ეს ქვეყანა თურქეთია თავისი დიდი ლიდერით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ეიჩარ მენეჯერი არასწორი განზრახვით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არჩევს ხელმძღვანელობას და ასაქმებს მას. ის არის პასუხისმგებელი ერებში ლიდერების შერჩევაზე. სურათი, რომელსაც დღეს სხვადასხვა სახელმწიფოს მაგალითზე ვხედავთ, საკმაოდ რთული და საგანგაშოა. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ეპოქა, როდესაც მსოფლიოს ძლიერი და დიდებული ლიდერები მართავდნენ, დღეს კი რეალობა რადიკალურად განსხვავებულია.

ნამდვილი ლიდერის როლი იმაში მდგომარეობს, რომ ის ორიენტირებული იყოს დიალოგზე, დაკავშირებადობასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე, რაც სამწუხაროდ თანამედროვე პოლიტიკაში იშვიათობად იქცა. [ტვ პირველის თარგმანი] – თქვა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

იტვირთბა....