აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან $1 მილიარდი გადასცა

უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ 15 აპრილს განაცხადა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გადასცა.

“უკრაინამ გაერთიანებული სამეფოსგან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის უახლესი ტრანში მიიღო “დიდი შვიდეულის” განსაკუთრებული შემოსავლების დაჩქარების (ERA) მექანიზმის ფარგლებში,” განაცხადა სამინისტრომ. 

ფინანსთა მინისტრის, სერჰიი მარშჩენკოს თქმით, ეს თანხა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებში მყისიერ საჭიროებებს მოხმარდება. 

“მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიმართ, სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელს რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისადმი თანმიმდევრული და მტკიცე მხარდაჭერისთვის.” – განაცხადა მარშჩენკომ.

ბოლო ფინანსური დახმარება კიევს გაერთიანებულ სამეფოსთან დადებული შეთანხმების ფარგლებში გადაეცა, რომელიც უკრაინის თავდაცვის სექტორისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ისახავს მიზნად. წინა ორი ტრანში, რომელთა ღირებულებაც ჯამში $1.5 მილიარდი იყო, უკრაინამ 2025 წლის მარტი-აპრილის თვეებში მიიღო. 

უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან დაფინანსებას “დიდი შვიდეულის” განსაკუთრებული შემოსავლების დაჩქარების (ERA) მექანიზმის მეშვეობით იღებს. ERA ინიციატივის ფარგლებში, მოსალოდნელია, რომ უკრაინა $50 მილიარდის ოდენობის სესხს მიიღებს, რომელიც სამომავლოდ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით დაიფარება. 

იტვირთბა....