აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სრულად ვუჭერ მხარს “ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას – “ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს” – ემანუელ მაკრონი

სრულად ვუჭერ მხარს „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

მისი განცხადებით, „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა კი პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს.

„გამოვთქვამ შეშფოთებას, რომ შესაძლოა, სამხედრო ოპერაციების გაგრძელებამ უკვე შეარყია ის. ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვრის ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისკენ მოგიწოდებთ. „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე. ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს,“ – დაწერა მაკრონმა.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ადგილობრივი დროით 00:00 საათზე (თბილისის დროით 01:00 საათზე) ამოქმედდა. რამდენიმე საათში ლიბანის არმიამ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაარღვევაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....