აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანთან ომის გამო აშშ ევროპული ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდებას აჭიანურებს – “როიტერი“

ირანთან ომის გამო აშშ ევროპული ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდებას აჭიანურებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც სააგენტო ხუთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის წარმომადგენლებმა ევროპელ პარტნიორებს აცნობეს, რომ მიწოდების ვადები შეიცვლება.

„შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე ევროპულ ქვეყანას აცნობა, რომ გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში შეკვეთილი იარაღის ნაწილის მიწოდება, სავარაუდოდ, გადაიდება, რადგან ირანთან მიმდინარე ომი ამერიკულ სამხედრო მარაგებზე ძლიერ ზეწოლას ახდენს“, – წერს „როიტერი“.

წყაროების თქმით, შეფერხება შეეხება რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს, მათ შორის, ბალტიის რეგიონსა და სკანდინავიას. საუბარია შეიარაღებაზე, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა აშშ-ისგან Foreign Military Sales-ის (FMS) პროგრამის ფარგლებში უკვე შეიძინეს, თუმცა ჯერ არ მიუღიათ. ეს მოიცავს სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალას, რომელიც როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი მიზნებისთვის გამოიყენება.

ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება მათ რთულ მდგომარეობაში აყენებს.

იტვირთბა....