აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რად გვინდა ისეთი სამყარო, რომელშიც რუსეთი არ იქნება?” – კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი

კრემლის პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი განცხადებას ავრცელებს, სადაც ამტკიცებს, რომ მსოფლიო რუსეთის გარეშე ვერ იარსებებს.

“დასავლეთში ჩვენი სიტყვების აღარავის ეშინია. სიტყვებისა და მრისხანე გამოსვლების ლიმიტი ამოწურულია. სანამ რაიმე დამაჯერებელს არ მოვიმოქმედებთ, არაფერი შეიცვლება. თანაც, ახლა ჩვენი ძალის მხოლოდ ერთი ან ორი დემონსტრირება აშკარად საკმარისი არ იქნება. დრო დაკარგულია. ბევრი დროა დაკარგული. საჭიროა დაჩქარება. ამჯერად შანსსაც კი არ მოგვცემენ შევქმნათ ილუზია, თითქოს ყველაფერი რიგზეა, თუკი კომპრომისზე წავალთ. მტერს მხოლოდ ჩვენი კაპიტულაცია და სრული სტრატეგიული მარცხი აწყობს. მნიშვნელოვანია, რომ წაგებულმა მხარემ ის აღიაროს კიდეც.

ჩვენი ხელმძღვანელობა უნდა გამოფხიზლდეს. ხალხს ყველაფერი ესმის და აცნობიერებს ისტორიულ მომენტს. მხოლოდ საჭიროა მათ ადამიანურად მოვეპყროთ. არ უნდა მოვატყუოთ, უნდა გავითვალისწინოთ, როგორ ხედავენ ისინი სიტუაციას, ავუხსნათ თავიდანვე – რატომ არის ომი, საიდან გაჩნდა იგი, რა არის ფსონზე დადებული.

და რა თქმა უნდა, საჭიროა დასავლეთს სერიოზულად დავესხათ თავვს გამაყრუებელი კრიტიკით. არა ექსპერტების ცალკეული ჩამჭრელი შენიშვნებითა და დაცინვით, არამედ შეტევით. ჩვენ ვებრძვით მთელ დასავლურ ცივილიზაციას, მისი ისტორიული გზის შედეგს. ამ ომში ჩვენ, რუსეთი, ვართ თვითმყოფადი, განსაკუთრებული, ცალკეული ცივილიზაცია, რომელსაც მე-11 საუკუნემდე საერთო ქრისტიანული და ბერძნულ-რომაული ფესვები ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ამ ფესვების ერთგული დარჩა, მაშინ როცა დასავლეთი მათ თანდათან დაშორდა, სანამ თანამედროვე ღვთისმგმობელ, კანიბალურ და პედოფილურ „ეპსტინის ცივილიზაციამდე“ არ მივიდა.

[…]

ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა. საფრთხეშია არა მხოლოდ სამშობლო, არამედ მთელი კაცობრიობა. თუმცა ჩვენთვის დიდი განსხვავება არ უნდა იყოს. რუსეთის გარეშე სამყარო არ იქნება. რად გვინდა ისეთი სამყარო, რომელშიც რუსეთი არ იქნება? (როგორც პრეზიდენტმა პუტინმა თქვა).“ – წერს Telegram-არხზე კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი.

იტვირთბა....