აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანის შეიარაღებული ძალების რაკეტების გამშვები სისტემები მზად არის ამერიკულ სამხედრო გემებზე იერიშის მისატანად და ყველა მათგანის ჩასაძირად” – ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი

ირანის შეიარაღებული ძალების რაკეტების გამშვები სისტემები მზად არის ამერიკულ სამხედრო გემებზე იერიშის მისატანად და ყველა მათგანის ჩასაძირად, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაეიმ განაცხადა.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ქვეყნის მტრებზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.

მოჰსენ რეზაეის განმარტებით, ირანისთვის საზღვაო ბლოკადის დაწესების გეგმა აუცილებლად ჩაიშლება, რადგან აქვს „მნიშვნელოვანი, გამოუყენებელი ბერკეტები“ მოწინააღმდეგეების მიმართ საბრძოლველად.

ირანელმა მაღალჩინოსანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკელებს არ აქვთ გეგმა, დაასრულონ ომი, რომელიც მათ თებერვლის ბოლოს ისრაელთან ერთად აწარმოეს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.

„როგორც შეერთებულმა შტატებმა განიცადა ისტორიული მარცხი ჰორმუზის სრუტის გახსნის მცდელობისას, ის ასევე განწირულია საზღვაო ბლოკადაში წარუმატებლობისთვის“, – აღნიშნა მოჰსენ რეზაეიმ.

იტვირთბა....