თბილისის მერიის განცხადებით, 16 აპრილს, თამარ მეფის ხიდიდან “ლაგუნა ვერეს” მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.
საავტომობილო მოძრაობა 01:00 საათიდან შეიზღუდება და 06:00 საათამდე გაგრძელდება.
მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.
აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს “თბილსერვის ჯგუფი” უზრუნველყოფს.
უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო პერიმეტრზე განთავსდება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნები.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!” – წერია განცხადებაში.

