ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს, ყველა საკითხთან დაკავშირებით კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან ბნელი წარსული აქვს – აღნიშნულის შესახებ გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციამ ურთულესი მისია დაისახა, რაც ეკლესიაში შეღწევის თემას ეხება.
„არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით ჰქონდეთ რაიმე სინანულის განცდა იმაზე, რაც თქვეს, როგორც იმოქმედეს ეკლესიის მიმართ, რა პოზიციაც გამოხატეს და ვის დავალებებს ასრულებდნენ. არავითარი სინანული არ არის. ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. რწმენა, ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც ეკლესია იცავს, რასაკვირველია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დედაბოძია ნებისმიერი ქვეყნის სიმყარისთვის. ამაზე მიდის ახლა შეტევა და თითქოს აქ შესვლის თემას ავითარებენ. მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს. ძალიან მძიმეა დანაშაული ამ მიმართულებით, თუნდაც ეკლესიასთან დამოკიდებულების საკითხები ავიღოთ, თუნდაც ქართველი ხალხის, საზოგადოების და ისტორიული მემკვიდრეობის. ყველა საკითხთან დაკავშირებით კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან ბნელი წარსული აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

