აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სხვადასხვა მედიაარხით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაშკირეთში მდებარე სამრეწველო ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ

სხვადასხვა მედიაარხით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაშკირეთში მდებარე სამრეწველო ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ. მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმა ბაშკირეთში მდებარე ქალაქ სტერლიტამაკზე მოხდა.

აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, ხოლო სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს დრონები და აფეთქებების შედეგები.

ბაშკირეთის ხელმძღვანელმა, რადი ხაბიროვმა განაცხადა, რომ „რამდენიმე დრონი ჩამოგდებულია სტერლიტამაკის სამრეწველო ზონაში“. მისივე თქმით, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე „დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა“, რის შედეგადაც „ხანძარი გაჩნდა“. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ტელეგრამარხებში თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტოებზე და ვიდეოებზე დაყრდნობით, სხვადასხვა მედიაარხი ვარაუდობს, რომ შეტევა განხორციელდა სტერლიტამაკის ნავთობქიმიურ ქარხანაზე, რომელიც აწარმოებს საავიაციო საწვავს, ასევე სინთეზურ კაუჩუკს და სხვადასხვა ქიმიურ დანამატს.

უკრაინის სამხედროებს ბოლო შეტევის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

აქამდე სტერლიტამაკის ნავთობქიმიური ქარხანა უკვე იყო უკრაინული დრონების შეტევის სამიზნე. შეტევა 6 იანვრის ღამეს განხორციელდა.

იტვირთბა....