აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პეტერ მადიარმა უნგრეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს “ტყუილების ფაბრიკა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში პრესის თავისუფლების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო რეფორმა მომზადდება

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა საზოგადოებრივ მაუწყებელს „ტყუილების ფაბრიკა“ უწოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას მადიარმა აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ საზოგადოებრივი მედიის დაფინანსება შეჩერდება.

„ტისას“ ლიდერის თქმით, ის ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად მივიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ამასთან, როგორც მადიარმა აღნიშნა, მომზადდება მედიის შესახებ კანონმდებლობის რეფორმა, რომელიც უნგრეთში პრესის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

მადიარის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივმა მედიამ დიდი ზიანი მიაყენა პროცესს. როგორც მადიარმა განაცხადა, უნგრელები იმსაურებენ ისეთ მედიასაშუალებებს, რომლებიც „რეალობას აშუქებენ“.

მადიარმა საზოგადოებრივ მაუწყებელს „ტყუილების ფაბრიკა“ უწოდა. როდესაც ჟურნალისტმა სცადა შეწინააღმდეგებოდა, მადიარმა განაცხადა: „ის რაც აქ ხდებოდა, გებელსსა და ჩრდილოკორეელ დიქტატორსაც კი აიძულებდა თითების ლოკვას“.

იტვირთბა....