“ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ტამრაში ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ში ისრაელმა და ლიბანმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართეს, რომლის მიზანსაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებების დასრულება წარმოადგენს.
შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მხარეები პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

