დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, გამონაკლისი ვრცელდება დაახლოებით 2000 ბენზინგასამართ სადგურზე ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აშშ-ში და ძალაში იქნება 29 ოქტომბრამდე.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორ უდიდეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.

