ვფიქრობ, უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი საქმეს თავს კარგად გაართმევს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ABC News-ის ჟურნალისტ ჯონათან კარლთან ინტერვიუში განაცხადა.
ჯონათან კარლის ცნობით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნგრეთში 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ვიქტორ ორბანის მარცხით შეშფოთებული არ არის“.
ასევე, მისი თქმით, უნგრეთის „მომავალი პრემიერ-მინისტრი (პეტერ მადიარი) მოსწონს“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიის ყოფილი წევრია და მას მიგრაციასთან დაკავშირებით ორბანის მსგავსი შეხედულებები აქვს.
„ვფიქრობ, ახალი პრემიერი საქმეს თავს კარგად გაართმევს. ის კარგი კაცია“, – განაცხადა ტრამპმა.

