აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 324 დრონი და სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 309-ის ჩამოგდება მოახერხეს. დრონებიდან დაახლოებით 250 „შაჰედის” ტიპის იყო.

ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ უბანში ხანძარი გაჩნდა. დაღუპულია ერთი ადამიანი.

დნეპროპეტროვკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას ცნობით, იერიში მიიტანეს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ დნიპროს ცენტრალურ ნაწილზე. დაშავებულია სამი ადამიანი. დარტყმის შედეგად დაზიანდა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....