ირანის ბლოკადა სრულად განხორციელდა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.
„ბლოკადა 36 საათზე ნაკლებ დროში განხორციელდა. აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო უპირატესობას ინარჩუნებს“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, ბრედ კუპერი.
კუპერის ცნობით, აშშ-მა ბლოკადის მეშვეობით ირანში საზღვაო ეკონომიკური ვაჭრობა შეაჩერა.
ცნობისთვის, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა 13 აპრილს ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით არაბეთის ზღვაში მოქმედებს და დროშის მიუხედავად ყველა გემზე ვრცელდება.

