დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მომდევნო ორი დღის განმავლობაში განახლდეს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი New York Post-ის ჟურნალისტს ესაუბრა, რომელიც პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში იმყოფება.
„უნდა დარჩე, რადგან მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეიძლება რაღაც მოხდეს და სავარაუდოდ, იქ ჩავალთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პაკისტანის არმიის მეთაური, ასიმ მუნირი „შესანიშნავ სამუშაოს“ ასრულებს.
„ის შესანიშნავია. ამიტომ, სავარაუდოდ, იქ დავბრუნდეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის, გასულ შაბათ-კვირას მოლაპარაკებები სწორედ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართა.

