სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის ცოლს, ბეგონა გომესს, ბრალი წარუდგინეს კორუფციის საქმეში, რომელზეც სისხლის სამართლის გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო.
პრემიერის ცოლს ბრალად ედება მადრიდის კომპლუტენსის უნივერსიტეტში თანამდებობის დაკავების მიზნით თავისი გავლენის გამოყენება და კერძო კარიერის წინ წაწევა. მას ასევე საზოგადოებრივი რესურსების გამოყენებით კერძო ინტერესების წინ წაწევაში ადანაშაულებენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გომესს ბრალი გაფლანგვის, ზეგავლენით ვაჭრობის, ბიზნეს ურთიერთობებში კორუფციისა და თანხების მითვისების მუხლებით წარედგინა. ახლა სასამართლოების გადასაწყვეტია, წარდგება თუ არა პრემიერის ცოლი სასამართლოს წინაშე.
თავის მხრივ, გომესი ბრალდებებს უარყოფს, ხოლო პრემიერმინისტრი სანჩესი ბრალდებებს მემარჯვენე ფრთის მხრიდან მისი კოალიციისთვის ძირის გამოთხრის მცდელობად აფასებს.
ცნობისთვის, ესპანეთში გომესის წინააღმდეგ გამოძიება 2024 წლის აპრილში დაიწყო, რათა დაედგინათ, გამოიყენა თუ არა მან თავისი, როგორც პრემიერმინისტრის ცოლის, პოზიცია პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

