აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ომანის ყურეში სატვირთო გემს ჭურვი მოხვდა

ომანის ყურეში სატვირთო გემს ჭურვი მოხვდა, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

„გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სააგენტოს (UKMTO) ცნობით, სატვირთო გემს ორი „დაუდგენელი ჭურვი“ ომანის ყურეში მოხვდა.

სააგენტოს ინფორმაციით, გემზე ხანძარი გაჩნდა და ეკიპაჟს დახმარება პაკისტანის სამხედრო-საზღვაო ხომალდმა გაუწია.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაუხსნა ცეცხლი გემს.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით არაბეთის ზღვაში მოქმედებს და დროშის მიუხედავად ყველა გემზე ვრცელდება.

იტვირთბა....