აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სუმის ოლქში რუსები უკრაინელების ზურგში მოხვედრას გაზსადენით ცდილობდნენ, ისინი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-მოიერიშე ჯარების 71-ე ცალკეული აერომობილური ბრიგადა საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს ვიდეოსა და ცნობას, რომლის მიხედვითაც გაანადგურეს რუსი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინელი სამხედროების ზურგში მოხვედრას გაზსადენი მილის საშუალებით ცდილობდნენ. შემთხვევა სუმის ოლქში მოხდა.

“29 ოკუპანტი ეცადა ჩვენი პოზიციების ზურგში ინფილტრაციას, გაზის მილისა და რთული ამინდის პირობების დახმარებით.” – ნათქვამია აერომობილური ბრიგადის ცნობაში.

უკრაინელი სამხედროების თქმით, ამ მიმართულებით ოკუპანტებმა ზურგში მოხვედრა მსგავსი ძალისხმევით წარსულშიც ცადეს, რასაც მათი დიდი დანაკარგი მოჰყვა.

მედესანტეების თქმით, სადაზვერვო სამუშაოების შედეგად, დროულად შეამჩნიეს მოწინააღმდეგის გადაადგილება და არტილერიისა და დრონების მეშვეობით შეაჩერეს. მათივე თქმით, განადგურებულია ყველა აღმოჩენილი სამიზნე.

იტვირთბა....