ყველაზე მოთხოვნადი სკოლა საქართველოში საირმეზე მდებარე პირველი ექსპერიმენტალური საჯარო სკოლაა. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ სკოლაში პირველკლასელთა მიღების ზღვარი წელიწადში მხოლოდ 270-ია, რომელიც რეგისტრაციის დაწყებიდან პირველივე დღეს სრულად ივსება.
თბილისის ყველაზე მოთხოვნადი სკოლების ხუთეულში ასევე არიან 51-ე, 161-ე, 87-ე სკოლები და პირველი კლასიკური გიმნაზია – აღნიშნულ სკოლებშიც რეგისტრაციის დაწყებიდან პირველივე დღეს ივსება მიღების ზღვარი.
რაც შეეხებათ სხვა ქალაქებს რეგისტრირებულ პირველკლასელთა რიცხოვნობის მიხედვით ლიდერობენ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა, რუსთავის N4 საჯარო სკოლა და ბათუმის პირველი საჯარო სკოლა.
businesscontact.ge