ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს ხვდება.
შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში მიმდინარეობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან განცხადებასაც გააკეთებს.
მანამდე, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტმა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარამომადგენლებთან გამართა.

