ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

რეალური მიზეზი, თუ რატომ მყარდება ლარი

კომერციულმა ბანკებმა იანვარ-თებერვალში დოლარის შესყიდვა მკვეთრად შეამცირეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში კომერციულმა ბანკებმა 1,348 მილიარდი ამერიკული ვალუტა იყიდეს, 824 მილიონით ნაკლები შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2015 წლის პირველ ორ თვეში კომერციულმა ბანკებმა რეკორდული რაოდენობის ამერიკული ვალუტა – 2,172 მილიარდი დოლარი იყიდეს.

“ბანკები და ფინანსების” ინფორმაციით, შარშან, დოლარის მასშტაბური შესყიდვა გრძელდებოდა მომდევნო თვეებშიც და ყოველთვიური მოცულობები მილიარდ დოლარს აჭარბებდა.

თებერვლიდან მოყოლებული, 7 თვეში კომერციულმა ბანკებმა 7 მილიარდი დოლარი შეიძინეს და საკმაოდ დიდი ფულის მასა არარეზიდენტ ბანკებზე გაყიდეს.

2016 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელიც შემცირებულია. კერძოდ, ორ თვეში არარეზიდენტმა ბანკებმა 488,6 მილიონი დოლარი შეისყიდეს, 640 მილიონით ნაკლები შარშანდელთან (1,128 მილიარდი დოლარი) შედარებით. 2015 წელს არარეზიდენტ ბანკების მხრიდან  ამერიკულ ვალუტის ყიდვამ ივლისში მიაღწია პიკს. მხოლოდ ერთ თვეში მათ 1,051 მილიარდი დოლარი შეისყიდეს.

შემცირებულია იურიდიულ თუ ფიზიკური პირების მხრიდან დოლარის ყიდვის ტენდენციაც. 2016 წლის 2 თვეში კომერციულმა ბანკებმა იურიდიულ პირებს 611,878 მილიონი დოლარი მიაწოდეს, 87 მილიონი დოლარით ნაკლები შარშანდელთან შედარებით.

რაც შეეხება ფიზიკური პირების წმინდა შესყიდვებს, რომელზედაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფულადი გზავნილების მოცულობა, პირადი სავალუტო ვალდებულებები და ასევე საზოგადოებრივი მოლოდინები, ვნახავთ, რომ 2016 წლის ორ თვეში უარყოფითი მაჩვენებელი 45,6 მილიონი დოლარით არის დაფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს რომ მოსახლეობა პირიქით უფრო მეტ დოლარს ყიდის, ვიდრე ყიდულობს.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მაინც ლარის გამყარებას ფულის მასის შემცირებას უკავშირებს.

“ეკონომიკაში სრული უძრაობაა. ფულადი ბაზა 9 პროცენტით შემცირდა. ასევე მინუსში წავიდა ლარის სხვა ფულადი აგრეგატები. ცოცხალ ორგანიზმს თუ შევადარებთ, ამას სისხლნაკლულობა ჰქვია. თუ ამაში რაიმე ”კარგია”, მხოლოდ ლარის კურსის გამყარებაა. ცოტა მეტი შემოდის დოლარი და საკმაოდ ნაკლებია ლარი. ამიტომაც გაჩნდა ახალი წონასწორობა”. -აცხადებს გოცირიძე.

იტვირთბა....