აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

დავით სონღულაშვილმა ქ.ვერონაში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Vinitaly წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა.

დავით სონღულაშვილს გამოფენაზე იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ და ვერონას საგამოფენო ცენტრის Veronafiere-ს პრეზიდენტმა ფედერიკო ბრიკოლომ  უმასპინძლეს.

დავით სონღულაშვილი  ქ. ვერონაში სამუშაო ვიზიტით იტალიელი კოლეგის მიწვევით იმყოფება.

Vinitaly იტალიური ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყანა და იტალიის მეღვინეობის ყველა რეგიონი მონაწილეობს.

გამოფენა მოიცავს თემატურ დისკუსიებს, კონფერენციებს, დეგუსტაციებს, ორმხრივ შეხვედრებს ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და, შესაბამისად, წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მეღვინეობის ქვეყნებისთვის წარმოების და გაყიდვების ტენდენციების გასაცნობად.

დავით სონღულაშვილმა გამოფენა Vinitaly-ის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.

დავით სონღულაშვილმა ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობის ნაწილზე, კულტურულ ღირებულებაზე და საერთაშორისო ბაზრებზე მისი ადგილის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ და ევროკომისარმა სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში კრისტოფ ჰანსენმა.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში დავით სონღულაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და წყლის მართვის მინისტრი დრაგან გლამოჩიჩი, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჯონ ბარკერი, ევროპის ღვინის მწარმოებელთა კომიტეტის პრეზიდენტი მარცია ვარვალიონე და ორგანიზაციის Wine in Moderation-ის პრეზიდენტი სანდრო სარტორი.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....