ირანმა აშშ-ს ბირთვული საქმიანობის 5 წლით შეჩერება შესთავაზა – ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა New York Times ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ ოფიციალური წინადადება ირანმა შეერთებულ შტატებს ორშაბათს გადასცა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა მათ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ირანი მაღალგამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანის შესახებ აშშ-ის წინადადებას უარყოფს
12 აპრილს პაკისტანში აშშ-ირანის 21-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და “ეს ცუდი ირანისთვის იქნება და არა აშშ-სთვის”. ცნობილია, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე შეეხო საუბარი ურანის გამდიდრების შეჩერებასაც

