ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ახლა დასტურდება რასაც ვამბობდი”: რატომ გაათავისუფლეს ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი

 

ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი, ნინო გოცაძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა თანამდებობიდან, ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სანამ დირექტორის თანამდებობას დაატოვებინებდნენ, მანამდე ირაკლი ლექვინაძესთან ჰქონდა შეთავაზება, რომ ეს ტერიტორია არ გადაეცათ ბიძინა ივანიშვილისთვის. მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა და ამიტომ ფიქრობს, რომ დაატოვებინეს თანამდებობა:

„მე ამას ვამბობდი, ლექვინაძე კი ამბობდა რომ ვცრუობდი. ახლა დასტურდება რასაც ვამბობდი. როგორც კი გაჟღერდა ლექვინაძის მხრიდან, რომ დენდროლოგიურის და ბოტანიკური ბაღის შეერთება უნდა მომხდარიყო და ერთიანი, მძლავრი, ტურისტული ცენტრი უნდა ჩამოყალიბებულიყო, ამას თავიდანვე  ვეწინააღდეგებოდი, რადგან საფრთხე ექმნებოდა თვითონ ბოტანიკური ბაღის არსის არსებობას. თუ ამ ტერიტორიებს სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეეცვალათ, ბოტანიკური ბაღი დაკარგავს თავის მნიშვნელობას.” -აცხადებს გოცაძე „პირველთან“.

 

იტვირთბა....