აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა ოდესის ოლქში პორტს დაარტყა, რის შედეგადაც პანამის დროს ქვეშ მცურავი გემი დაზიანდა

რუსეთმა ოდესის ოლქში პორტს დაარტყა, რის შედეგადაც პანამის დროს ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია აღდგენის საკითხებში ვიცე-პრემიერზე, საზოგადოებისა და ტერიტორიული განვითარების მინისტრზე ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ალექსეი კულებას ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ოდესის ოლქის ქალაქ იზმაილში მდებარე პორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

„ღამით რუსეთმა ქალაქ იზმაილში საზღვაო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. პორტის ტერიტორიაზე რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა. დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

კულებას ინფორმაციით, რუსეთის დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა.

იტვირთბა....