დარწმუნებული ვარ, უნგრეთის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგად ვიმუშავებთ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჯეი დი ვენსმა საპარლამენტო არჩევნების წინ უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში გამართული ვიზიტის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ჩვენ იქ იმიტომ არ ჩავსულვართ, რომ არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარტივ გამარჯვებას ველოდით. ჩვენ იქ ჩავედით, რადგან სწორი იყო იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს გვერდით დიდი ხნის განმავლობაში იდგა“, – განაცხადა ვენსმა.
მისი თქმით, ვიქტორ ორბანის მარცხით „დამწუხრებულია“, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შედეგით გაკვირვებული არ არის.
„უნგრეთში მისი მემკვიდრეობა ტრანსფორმაციულია. 16 წელიწადში ქვეყანა ფუნდამენტურად შეიცვალა. იქ იმიტომ არ ჩავსულვართ, რომ წინასწარი გამოკითხვების წაკითხვა არ შეგვიძლია. ნამდვილად ვიცოდით, რომ დიდი შანსი იყო, ვიქტორი ამ არჩევნებში დამარცხდებოდა. ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპელ ლიდერებს შორის, რომლებიც ბრიუსელში ბიუროკრატიას უპირისპირდებიან“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

