აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პაკისტანი აშშ-სა და ირანს ისლამაბადში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვას სთავაზობს

პაკისტანმა აშშ-სა და ირანს ისლამაბადში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვა შესთავაზა, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი პაკისტანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, პაკისტანი მზად არის აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს უახლოეს დღეებში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოწურვამდე უმასპინძლოს.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისლამაბადში გასულ შაბათ-კვირას გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა, აშშ-სა და ირანის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარე დიპლომატიური პროცესის ნაწილი იყო.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევა კვლავ გრძელდება.

იტვირთბა....