ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის საზღვაო ბლოკადას მხარს არ ვუჭერთ – მიუხედავად გარკვეული ზეწოლისა, ამ ომში არ ჩავერთვებით – სტრამერი

ირანის საზღვაო ბლოკადას მხარს არ ვუჭერთ – მიუხედავად გარკვეული ზეწოლისა, ამ ომში არ ჩავერთვებით – აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„ჩვენ ბლოკადას მხარს არ ვუჭერთ. ჩემი გადაწყვეტილება თავიდანვე ნათელი იყო, რომ მიუხედავად გარკვეული ზეწოლისა, ჩვენ ამ ომში არ ჩავერთვებით“, – განაცხადა სტარმერმა.

ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, მიმდინარე კვირაში საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის მიზნით თავდაცვითი საზღვაო მისიის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ.

იტვირთბა....