არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის – აღნიშნულის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა.
“არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის ან სახარებიდან გზავნილის ხმამაღლა წარმოთქმა, რადგან მჯერა, რომ აქ ამისთვის ვარ და აქ ეკლესია ამისთვის არის. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ საგარეო პოლიტიკას იმ პერსპექტივიდან არ განვიხილავთ, როგორც შეიძლება ის [ტრამპი] ამას აღიქვამდეს. თუმცა, როგორც მშვიდობისმყოფელს, სახარების გზავნილის მწამს“, – განაცხადა რომის პაპმა.

