არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს – ლეო, როგორც პაპი გონს უნდა მოეგოს – აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
“ის საუბრობს ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ „შიშზე“, მაგრამ არ ახსენებს იმ შიშს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიასა და სხვა ქრისტიანულ ორგანიზაციებს ჰქონდათ COVID-ის დროს, როდესაც მღვდლებს აკავებდნენ ღვთისმსახურებისთვის, მაშინაც კი როდესაც ათი და ოცი ფუტის დაშორებით იდგნენ. მისი ძმა ლუი უფრო მომწონს, რადგან ლუი ბოლომდე MAGA-ს მხარდამჭერია. მას ეს ესმის, ლეოს კი არა“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, „არ სურს რომი პაპი, რომელიც თვლის, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია“.
„არ მინდა პაპი, რომელიც თვლის, რომ ამერიკის მიერ ვენესუელაზე თავდასხმა საშინელებაა. ქვეყანაზე, რომელიც აშშ-ში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების აგზავნიდა. არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს, რადგან მე ზუსტად იმას ვაკეთებ, რისთვისაც დიდი უპირატესობით ამირჩიეს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

