ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უნგრეთის საარჩევნო კომისიის თანახმად, ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ, პიტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისა“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს

უნგრეთის საარჩევნო კომისიის თანახმად, ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ, პიტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისა“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ავრცელებს.

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, დათვლილია ხმების 98.93%, რომლის მიხედვითაც პიტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისა“ ქვეყნის 199 ადგილიან პარლამენტში ორ მესამედს გააკონტროლებს და ერთპარტიულ საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ბიულეტენების დაახლოებით 99%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიამ „ტისამ“ ხმების 53.06% მიიღო. მოქმედმა მმართველმა პარტიამ „ფიდესმა“ 38.43%, ხოლო ულტრამემარჯვენე „მი ჰაზანკმა“ 5.83% მიიღო.

არსებული მონაცემებით, „ტისა“ პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს, „ფიდესი“ – 55-ს, ხოლო პარტია „მი ჰაზანკი“ – 6-ს. საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 133 მანდატია საჭირო.

იტვირთბა....