ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოს მასშტაბით – გახარია

დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოს მასშტაბით – “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია პარტია “ტისას” და პიტერ მადიარს ულოცავს არჩევნებში “ისტორიულ გამარჯვებას”.

“ვულოცავ პიტერ მადიარს, “ტისას” და უნგრელ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს არის გამარჯვება ევროპული დემოკრატიისა და მთლიანად დემოკრატიული სამყაროსთვის! დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოს მასშტაბით. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მასშტაბური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც ორბანის მთავრობა ავრცელებდა და რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებდა საარჩევნო პროცესის სანდოობას.

მსოფლიოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა შეისწავლონ უნგრეთის მაგალითი და ისწავლონ მისი წარმატებიდან, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ დაშალონ ორბანის მიერ შექმნილი პოპულისტურ-ავტოკრატიული ქსელები” , – წერს გახარია X-ზე.

იტვირთბა....