ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

ჩვენ ეს შევძელით! ერთად შევცვალეთ ორბანის რეჟიმი, ერთად დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა – პიტერ მადიარი

ერთად ჩავანაცვლეთ ორბანის რეჟიმი, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი. ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა – აღნიშნულის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა პიტერ მადიარმა განაცხადა, როდესაც გამარჯვების მიტინგზე თავის მხარდამჭერებს მიმართა.

„გამარჯობა, ჩემო თანამემამულე უნგრელებო, ჩვენ ეს შევძელით! „ტისამ“ და უნგრეთმა არჩევნები მოიგეს. არა მცირე, არამედ ძალიან დიდი უპირატესობით. ერთად შევცვალეთ ორბანის რეჟიმი, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი. დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა. გმადლობთ. ამის მიღწევა თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, – აღნიშნა მადიარმა.

იტვირთბა....