ისრაელი მზადაა ლიბანთან შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, გასული თვის განმავლობაში ლიბანმა რამდენჯერმე მიმართა ისრაელს პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად.
„მე თანხმობა გავეცი, თუმცა ორი პირობით: გვინდა „ჰეზბოლას“ შეიარაღების განადგურება და გვინდა ნამდვილი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც თაობებს გაუძლებს“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ში ორივე ქვეყნის ელჩი შეთანხმდა მომავალ კვირას ვაშინგტონში შეხვედრაზე, სადაც ისინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე იმუშავებენ.

