ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

დაპირისპირება ბოტანიკურ ბაღში: „ნაცმოძრაობა“ დღეს მერიასთან აქციას მართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 20:00 საათზე, თბილისის მერიასთან აქციას გამართავს. აქციის მონაწილეებიბოტანიკური ბაღის ტერიტორიისა და მისი მიმდებარე 29 ჰექტარის ბიძინა ივანიშვილის მიერ მითვისებას გააპროტესტებენ, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნიკა მელიამ და ირაკლი აბესაძემ გააკეთეს.

დღეს ბოტანიკურ ბაღში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბაღის დირექტორს დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია თამაზ დარჩიძისგან იმის განმარტებას ითხოვდა თუ რატომ გადაეცა 4 ჰექტარი ტერიტორია საკუთრებაში ბიძინა ივანიშვილს.

ბაღის დირექტორის მტკიცებით, ბოტანიკურმა ბაღმა სანაცვლოდ იგივე ფართობის, გაცილებით გამწვანებული ტერიტორია მიიერთა.

„შენ ხარ ძალიან დიდ შარში. ამაზე აგებ პასუხს. შენი წერილი არის თუ არა ეს? ”, – მიმართა მელიამ დარჩიძეს. დარჩიძემ კი მას წერილის ”კარგად წაკითხვა” ურჩია.

 

იტვირთბა....