ირანის სულიერი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს მოუწოდებს, „სწორ მხარეს დადგნენ“.
„ვეუბნები ირანის სამხრეთელ მეზობლებს: თქვენ სასწაულის მომსწრე ხართ“, – განაცხადა აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ.
დასავლური მედიის შეფასებით, ირანის სულიერი ლიდერი, როგორც ჩანს, რეჟიმის გადარჩენას გულისხმობდა აშშ-ირანის ომში.
„ამიტომ, ყურადღებით დააკვირდით, სწორად გაიგეთ საქმეები, სწორ მხარეს დადექით და არ ენდოთ ეშმაკების ცრუ დაპირებებს“, – აღნიშნა ხამენეიმ.
დასავლური მედიის შეფასებით, მოჯტაბა ხამენეიმ აშშ-სა და ისრაელზე მიანიშნა.

