სამების საკათედრო ტაძარში დღეს, საღამოს 6 საათზე, შვიდგზის ზეთისცხებას ტაძარში პატრიარქი, ილია მეორე შეასრულებს.
შვიდგზის ზეთისცხების დროს ტაძრებში სასულიერო პირები შვიდჯერ კითხულობენ წმინდა სახარებიდან ადგილებს, მსახურების ბოლოს ტაძარში შეკრებილებს ზეთს შვიდგზის ცხებენ.
ზეთისცხება შეუძლიათ იმ პირებს, რომელთაც ნათქვამი აქვთ აღსარება და წმინდა ზიარება აქვთ მიღებული.