უნგრეთში 23-დან 26 მარტამდე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 62%-ს პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მტკიცების, თითქოს უკრაინა უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობს, არ სჯერა, ხოლო 29% უშვებს, რომ ეს შესაძლოა სიმართლე იყოს.
კითხვაზე, ცდილობს თუ არა უკრაინა ევროკავშირისა და NATO-ს დახმარებით უნგრეთის ომში ჩათრევას, მოსახლეობის 62%-მა ეს მტკიცება უარყო, როგორც “გამიზნულად მცდარი” ან “სავარაუდოდ არასწორი”.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მხარდამჭერები ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ოპოზიციური პარტია Tisza-ს მხარდამჭერთა 92% არ ეთანხმება მტკიცებას, რომ უკრაინა უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობს.
საპირისპიროდ, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-ის ამომრჩეველთა 78%-ს გარკვეულწილად სჯერა ამ მტკიცების, მათგან 67% კი მას სრულად მართებულად მიიჩნევს.
გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა შორის 54% მიიჩნევს, რომ ეს მტკიცება სრულად ან სავარაუდოდ არასწორია, ხოლო 23% თვლის, რომ ის სრულად ან სავარაუდოდ სწორია.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვიქტორ ორბანი რეგულარულად ადანაშაულებდა კიევს იმაში, რომ ის უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობს.
ორბანმა პირდაპირ მოუწოდა უნგრელებს, ხმა მიეცათ მისი პარტიისთვის, რათა ქვეყანა ომში ჩათრეული არ აღმოჩნდეს.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს ჩატარდება. წინასწარი გამოკითხვებით, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს.

