აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დავიღალე, ოჯახები ხედავენ, როგორ იზრდება და იკლებს ენერგიის გადასახადები ტრამპისა და პუტინის ქმედებების გამო” – კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, დაიღალა, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ქმედებები ენერგიის ფასებზე გავლენას ახდენს.

„დავიღალე იმით, რომ ქვეყნის მასშტაბით ოჯახები ხედავენ, როგორ იზრდება და იკლებს მათი ენერგიის გადასახადები, ისევე როგორც ბიზნესის ხარჯები, პუტინის ან ტრამპის მოქმედებების გამო მსოფლიოში. და ჩვენ ვეუბნებით ხალხსა და ბიზნესს: „უბრალოდ უნდა შევეგუოთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ვართ დამოკიდებული“, – განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, დიდი ბრიტანეთი უნდა გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი.

„ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და მისი მიღწევის ერთადერთი გზა განახლებად ენერგიაზე კიდევ უფრო სწრაფად გადასვლაა, რადგან ჩვენ მას საერთაშორისო ბაზარზე ვერ მივიღებთ“, – განაცხადა სტარმერმა.

იტვირთბა....