აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ომის შესწავლის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლაზე კონტროლის შესანარჩუნებლად ნაბიჯებს დგამს

ირანი ნაბიჯებს დგამს ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის კონტროლის შესანარჩუნებლად, რათა აშშ-ზე ზეწოლა მოახდინოს, – ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) აცხადებს.

ორგანიზაციის განმარტებით, ირანის მოქმედებების შედეგად, ნავთობის ფასები მაღალი დარჩება, ამიტომ ირანი აშშ-თან მომავალ მოლაპარაკებებში დათმობების მოპოვების მეტი ბერკეტით ჩაერთვება.

ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა სრუტეზე გავლის უფლებას ერთ დღეში 15-ზე მეტ გემს არ მისცემს, მაშინ, როცა ომამდე, სრუტეში დღეში 140-მდე გემი გადიოდა.

ირანის პორტებისა და საზღვაო ტრანსპორტის ორგანიზაციამ 8 აპრილს გამოაქვეყნა გრაფიკა, რომელშიც გემებს ავალებენ, რომ სრუტეში გასვლისთვის განსაზღვრული შესვლისა და გასვლის მარშრუტები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საზღვაო ძალებთან კოორდინაციით დაიცვან. The Guardian-ი წერს, რომ ამ მარშრუტებს საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლა ირანის მიერ კონტროლირებად წყლებში გადაჰყავს. გრაფიკაში აღნიშნულია, რომ გემებს ამ მარშრუტების მიღმა ნაღმებზე აფეთქება ემუქრებათ.

იტვირთბა....