ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტრამპმა ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა.

როგორც  ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, ნეთანიაჰუს სთხოვა, ლიბანთან დაკავშირებით „უფრო თავშეკავებული“ ყოფილიყო.

„მე ვესაუბრე ბიბის და ის ამას თავშეკავებულად გააკეთებს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ცოტა უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა გამოთქვა ასევე მოსაზრება, რომ  ისრაელელები ლიბანში ოპერაციებს ამცირებენ.

იტვირთბა....