ირანის პარლამენტის სპიკერი ლიბანზე დარტყმების გამო „მკაცრი პასუხებით“ იმუქრება – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფიმ პლატფორმა X-ზე დაწერა.
მისივე თქმით, ლიბანში „ჰეზბოლაზე“ ისრაელის თავდასხმების გაგრძელება „აშკარა ფასს და მკაცრ პასუხებს“ გამოიწვევს. სხვა ირანელი მაღალჩინოსნების მსგავსად, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი ამტკიცებდა, რომ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზეც ვრცელდებოდა, რასაც ისრაელიც და აშშ-იც უარყოფენ.
„ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას აშკარა და მკაცრი პასუხები მოჰყვება… დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი“ – დაწერა მან. AP-ის ცნობით, განიხლება, რომ ღალიბაფი 11 აპრილს აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების წევრი იყოს.

