ირანის თავდაპირველი 10-პუნქტიანი წინადადება ალბათ ChatGPT-ის მიერ იყო დაწერილი – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
“თავდაპირველი 10-პუნქტიანი წინადადება, რომელიც წარადგინეს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ალბათ ChatGPT-ის მიერ იყო დაწერილი, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს მიეწოდათ, ის კი მაშინვე სანაგვეში აღმოჩნდა და უარყოფილ იქნა.
იყო მეორე 10-პუნქტიანი წინადადებაც, რომელიც ბევრად უფრო გონივრული იყო და ეფუძნებოდა ჩვენ, პაკისტანელებსა და ირანელებს შორის გარკვეულ აზრთა გაცვლა-გამოცვლას. სწორედ ეს 10-პუნქტიანი წინადადება იგულისხმა გუშინ პრეზიდენტმა თავის პოსტში… ირანელებს ეგონათ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. ჩვენ მსგავსი დაპირება არასდროს გაგვიცია. თუ ირანს სურს, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს ლიბანის გამო, რომელთანაც მათ არანაირი კავშირი არ აქვთ და რომელიც შეერთებულ შტატებს არც ერთხელ არ უხსენებია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილად, ეს საბოლოო ჯამში მათი არჩევანია” – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

