იტალია ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი მიმოსვლის აღსადგენად მუშაობს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
„თუ ირანი შეძლებს და სრუტეში მიმოსვლაზე დამატებითი ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას მიიღებს, მაშინ ამას ეკონომიკური შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა მელონიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენას იტალიისთვის და ევროკავშირისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
„ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასთან ერთად ვმუშაობთ, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, რათა თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი პირობები შევქმნათ“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

