აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს გავაგრძელებთ ყველგან, სადაც საჭიროა” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს გავაგრძელებთ ყველგან, სადაც საჭიროა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩვენი გზავნილი ნათელია: ვინც ისრაელის მოსახლეობის წინააღმდეგ იმოქმედებს, მას მიზანში ამოვიღებთ. „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს გავაგრძელებთ ყველგან, სადაც საჭიროა, ვიდრე ჩრდილოეთში მოსახლეობის სრულ უსაფრთხოებას არ აღვადგენთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ბეირუთში დარტყმების შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერის ნაიმ ქასემის მდივნის ალი იუსუფ ჰარშის ლიკვიდაცია განხორციელდა.

იტვირთბა....