თურქეთის თავდაცვის სამინისტრო C-130-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ხმის ჩამწერის გაშიფვრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, ფრენის მონაცემთა ჩამწერის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ავარიის მომენტამდე ეკიპაჟის საუბრებსა და თვითმფრინავის სისტემებში ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა და არანაირი გაუმართაობა არ ყოფილა.
განცხდების თანახმად, შემთხვევა მოულოდნელად მოხდა, რის შედეგად ჩანაწერი შეწყდა თვითმფრინავის კუდის კონუსის ფიუზელაჟისგან მოშორების გამო, რამაც გამოიწვია ფრენის მონაცემთა ჩამწერის კვების და მონაცემთა კაბელების გაწყვეტა. შესაბამისად, ჩამწერზე ვერ იქნა ნაპოვნი დამატებითი მონაცემები, რომლებიც ავარიის დეტალებს დააზუსტებდა. თვითმფრინავის ძრავებისა და პროპელერების დეტალურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ისინი ავარიამდე პრობლემების გარეშე ფუნქციონირებდნენ.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღებული ნიმუშების ანალიზმა ვერ გამოავლინა ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი არც ნამსხვრევების შიგნით და არც გარეთ.
თურქეთის თვითმფრინავი გასული წლის ნოემბერში კახეთში ჩამოვარდა, რასაც 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

