აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტე მხოლოდ მაშინ გაიხსნება, როდესაც აშშ-ის აგრესია შეწყდება

ჰორმუზის სრუტე მაშინ გაიხსნება, როდესაც აშშ-ის აგრესია შეწყდება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდ ხატიბზადემ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საიდ ხატიბზადეს განცხადებით, ირანი „უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოებას“ ჰორმუზის სრუტეში, რომელიც მისივე თქმით, „ათასწლეულების განმავლობაში ღია იყო“.

თუმცა, როგორც ხატიბზადე აღნიშნავს, სრუტის ხელახლა გახსნა მოხდება „მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები აგრესიას რეალურად შეწყვეტს“.

„ბიბისის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ მან ისრაელის მიერ ლიბანზე თავდასხმები იგულისხმა.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ირანი დაიცავს „საერთაშორისო ნორმებსა და საერთაშორისო სამართალს“, თუმცა, მისივე თქმით, სრუტე საერთაშორისო წყლებში არ მდებარეობს და უსაფრთხო გადაადგილება „ირანისა და ომანის კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა უსაფრთხო გატარება იმას, რომ ირანი თითოეულ გემზე გადასახადს არ დააწესებს და არც მათი აფეთქებით დაიმუქრება, საიდ ხატიბზადემ თქვა, რომ ირანს სურს, სრუტე მშვიდობიანი იყოს, მაგრამ უსაფრთხო გადაადგილება ორმხრივი პროცესია და თეირანი არ დაუშვებენ, სპარსეთის ყურე „სამხედრო გემებმა ბოროტად გამოიყენონ“.

იტვირთბა....